სტარტერი გამოიყენება 5-დან 13 კვირამდე გოჭების გამოსაკვებად. ვინაიდან პუმბა დიდი რაოდენობით შეიცავს პროტეინსა და ენერგიას, სასურველია გოჭების გამოკვებისას გამოიჩინოთ სიფრთხილე და პირველი 2 კვირის განმავლობაში ეტაპობრივად მოუმატოთ სასურველი დოზა.
2 კვირის შემდეგ, საკვები მიეცით განუსაზღვრელი ოდენობით.
მნიშვნელოვანია, რომ საკვებთან ერთად მუდმივად ხელმისაწვდომი იყოს სასმელი წყალი.
შერევის სქემა – 1 კგ კონცენტრატს შეურიეთ 1 კგ სიმინდი, 1 კგ ქერი და 1 კგ ხორბალი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ მწარმოებელს.