მეკვერცხული ქათმის 40%-იანი კონცენტრატი შეიქმნა მცირე და საშუალო ზომის ფერმერული მეურნეობების საქმის გასამარტივებლად. ამ პროდუქტის გამოყენების შემთხვევაში ფერმერისთვის საკმარისია მხოლოდ სიმინდის ღერღილის შერევა. აღარაა საჭირო მრავალი სხვადასხვა ტიპის ნედლეულის მარაგების აღება.
კონცენტრატი შეიცავს ყველა საჭირო საკვებ ელემენტს. მისი გამოყენება დადებითად აისახება ქათმის ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე, იმატებს კვერცხდება, ძლიერდება იმუნიტეტი და უმჯობესდება ნაჭუჭის ხარისხი.
ქათმის რეკომენდირებული ასაკი – 17-18 კვირა, როცა კვერცხდების მაჩვენებელი მერყეობს 5%-დან – 50%-მდე.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ მწარმოებელს.