წითელი კაროფილი გამოიყენება როგორც დანამატი ფრინველთა საკვებში. ის შეიცავს დიდი რაოდენობით კაროტენოიდებს, რაც ხელს უწყობს ქათმის სხეულის პიგმენტაციას. ნისკარტი, ფეხები და კანი იღებს სასურველ მუქ მოყვითალო ფერს. შედეგად პროდუქტი ხდება მომხმარებლისთვის მიმზიდველი.
მეკვერცხული ქათმის საკვებში გამოყენების შემთხვევაში კაროფილი მოქმედებს კვერცხის გულის შეფერილობაზე. ის ხდება მუქი მოყვითალო ფერის, რაც ასევე მნიშვნელოვანია პროდუქტის რეალიზაციისას. კვერცხის გული იძენს საოცრად ჯანსაღ იერს.
წითელ კაროფილში შემავალი კაროტენოიდები გამოირჩევა მაღალი სიწმინდით, შესაბამისად ფრინველისთვის მისი ათვისება ძალიან მარტივია. ის ადვილად გადადის ორგანიზმში და წარმოქმნის შესაბამის პიგმენტს. სხეული და კვერცხის გული იღებს ბუნებრივ ფერს.
განსაკუთრებით ეფექტურია ყვითელ კაროფილთან კომბინაციისას.