Himmvac Dalguban Bursa-M ცოცხალი მშრალად გაყინული ვაქცინაა ინფექციური ბურსიტის (გამბორო) საწინააღმდეგოდ.
პროდუქტი წარმოებულია სამხრეთ კორეაში კომპანია KBNP-ს მიერ. ის ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა მსოფლიო მასშტაბით, რომელიც ორიენტირებულია უმაღლესი ხარისხის პროდუქციის შექმნაზე.
შემადგენლობა:
- ინფექციური ბურსიტის (გამბორო) ვირუსი – შტამი KGV85
გამოყენების რეკომენდაცია:
ვაქცინაციამდე 2 საათით ადრე ფრინველს სრულად შეუწყვიტეთ სასმელი წყლის მიწოდება. ვაქცინა გახსენით რეკომენდირებული დოზირების მიხედვით. მნიშვნელოვანია, რომ სასმელ წყალთან მისვლა ერთდროულად ფრინველების 2/3-ს შეეძლოს. წყლის სარეკომენდაციო ტემპერატურაა 21 გრადუსი ცელსიუსი. გამოიყენება სუფთა, გრილი წყალი.
გამოყენების დეტალური ინსტრუქციები იხილეთ ანოტაციაზე და ეტიკეტზე ან მიმართეთ KBNP-ის ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში – შპს ინტრაკო ნუტრიშენს.
გამოყენების წინ ყურადღებით გაეცანით ეტიკეტზე და ანოტაციაზე მითითებულ რეკომენდაციებს.