Himmvac Dalguban N Plus ცოცხალი მშრალად გაყინული ვაქცინაა ნიუკასლის დაავადების საწინააღმდეგოდ.
პროდუქტი წარმოებულია სამხრეთ კორეაში კომპანია KBNP-ს მიერ. ის ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა მსოფლიო მასშტაბით, რომელიც ორიენტირებულია უმაღლესი ხარისხის პროდუქციის შექმნაზე.
შემადგენლობა:
- ნიუკასლის დაავადების ვირუსი – VII გენოტიპი, შტამი KBNP-C4152R2L
რა არის VII გენოტიპი?
ნიუკასლის დაავადების ვირუსის VII გენოტიპი პირველად აღმოაჩინეს კომპანია KBNP-ს ლაბორატორიაში მომუშავე მეცნიერებმა სამხრეთ კორეაში. ის ბევრად უფრო ძლიერ მოქმედია ვიდრე აქამდე ცნობილი გენოტიპები და შტამები. მისი ყველაზე მწვავე გავრცელების კერებია აღმოსავლეთი და ცენტრალური აზია, ასევე თურქეთი და ამიერკავკასია; მათ შორის საქართველო.
VII გენოტიპის ვაქცინა ფარავს აქამდე გავრცელებული შტამებიდან ყველას, მათ შორის შტამ ლასოტას.
აღსანიშნავია, რომ KBNP დღემდე ერთადერთი კომპანიაა მსოფლიოში, რომელიც აწარმოებს VII გენოტიპის საწინააღმდეგო ვაქცინას.
Himmvac Dalguban N Plus საბოლოო გამარჯვებაა ნიუკასლის დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში.
გამოყენების გზები:
გამოიყენება ჯანმრთელი ფრინველის ვაქცინაციისთვის სასმელ წყალში შერევის გზით.
- შესხურების მეთოდი
- თვალში ჩაწვეთების მეთოდი
- სასმელ წყალში შერევის მეთოდი
გამოყენების დეტალური ინსტრუქციები იხილეთ ანოტაციაზე და ეტიკეტზე ან მიმართეთ KBNP-ის ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში – შპს ინტრაკო ნუტრიშენს.
გამოყენების წინ ყურადღებით გაეცანით ეტიკეტზე და ანოტაციაზე მითითებულ რეკომენდაციებს.